Logo The GENESIS Association English version
მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი "მომავლის სახლი"

 
"მომავლის სახლი" გარდამავალ პერიოდში წარმოქმნილი ახალი სოციალური ფენის ქუჩის ყოფილი "მაწანწალა" ბავშვების მრავალრიცხოვანი და მრავალეროვანი დიდი ოჯახია, რომელიც დაარსდა 1998 წელს და არის მოდელი იმისა თუ რამდენად მოვლადია ქუჩის მაწანწალა ბავშვების პრობლემა.

"მომავლის სახლში" სისტემატიურად ცხოვრობს, იზრდება და რეაბილიტაციის პროცესს გადის 50-60 ყოფილი ქუჩის ბავშვი 6-დან 18 წლამდე. ბავშვები აყვანილნი არიან მეტროს სადგურებიდან, ქუჩიდან, ეკლესიის ეზოებიდან. ნაწილს ყავს მშობლები, რომლებმაც უბიძგეს მათ ქუჩაში გასვლისკენ, ნაწილმა არ იცის მშობლების ადგილსამყოფელი, ნაწილი სრულიად უსახლკარო და უპატრონოები არიან. ისინი წლების მანძილზე ცხოვრობდნენ ქუჩაში და თავს წვრილმანი ქურდობითა და მათხოვრობით ირჩენდნენ, იყვნენ ტოკსიკომანები, ფსიქოლოგიური და სექსუალური გადახრებით, რაც შეძლებისდაგვარად იქნა დაძლეული.

არსებობის 5 წლის მანძილზე "მომავლის სახლში" რეაბილიტაცია გაიარა 180 ბავშვმა. ნაწილი ოჯახს დაუბრუნდა, ნაწილს ასაკი შეუსრულდა, საზოგადოებას დაუბრუნდა და ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს, ნაწილი გათხოვდა და ოჯახი შექმნა, ნაწილი კი დედამ წაიყვანა და ამ შემთხვევაში ჩვენ უძლიერნი ვართ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხელის შემშლელნი არიან პირველ რიგში მათი შვილებისათვის და შემდეგ მთელი საზოგადოებისათვის. მეტის უფლებას კანონი არ გვაძლებს.

"მომავლის სახლი" არის სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელსაც გვაფინანსებს ქალაქის მერია: კვებით (ბავშვზე 2 ლარი), ხელფასი (30-65ლარი), ოფისის ხარჯები (სამ თვეში 1000 ლარი), გვირიცხავს გაზის, შუქის, და წყლის ფულს. ქალაქის მერიის გადარიცხული წილობრივი თანხით გაკეთდა რემონტი საინვესტიციო ფონდის მიერ.შენობას მთლიანად შეუცვალეს სახურავი და გაუკეთდა კაპიტალური მიშენება.

ბავშვების აღზრდას ემსახურება დღისა და ღამის პედაგოგ-აღმზრდელები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები, ექიმები, ექთანი და მუსიკის მასწავლებელი. აქ მუშაობა 24 საათიანია. ბავშვები საკუთარ ოჯახად აღიქვამენ "მომავლის სახლს", სადაც ცხოვრობენ და იზრდებიან.ისინი სწავლობენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში და პროფსასწავლებლებში, 10 ბავშვი დაეუფლა ხელობას. სკოლაში დადის 41 ბავშვი:

ერთი ჩვენი აღზრდილი, დათო ჩიქოვანი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ფრიადზე ჩააბარა მისაღები გამოცდები და ფრიადზე დახურა პირველი სემესტრიც. ეს ჩვენი პედაგოგების დიდი დამსახურებაა.

ასაკს გადაცილებული ბავშვებიდან, როგორც უსახლკარო და უპატრონო, 2 გოგო ადგილზე დავასაქმეთ და ჩვენთან ცხოვრობენ, ორს პატრონი არ ჰყავთ, მაგრამ აქვთ სახლი. ვფიქრობთ მაისიდან თავიანთ სახლში გავუშვათ ჩვენი მეთვალყურეობით და დავასაქმოთ ჩვენი დახმარებით. ოთხი ბავშვი კი ისეთია, რომლებსაც არც სახლკარი აქვთ და არც პატრონი ჰყავთ. მათ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. გყავს 6 ბავშვი, რომლებიც დღისით ჩვენთან არიან, სკოლაში ჩვენგან დადიან, ღამით კი ოჯახში ბრუნდებიან, ეს მათი ოჯახური გაჭირვების გამო ხდება. დანარჩენი ბავშვები კი სწავლობენ და დადიან სხვადასხვა წრეებში და ეუფლებიან ხელობას.

შეიცვალა და გაუმჯობესთა "მომავლის სახლში" სარეაბილიტაციო პირობები: ამერიკული კორპორაცია "შევრონის" მიერ, პრეზიდენტი დათო ხუროძე, გარემონტდა ვანა-ტუალეტი, გაკეთდა სპორტული მოედანი, სადაც ეწყობა შეჯიბრებები ფეღბურთში, კალათბურთსა და ფრენბურთში.

ინგლისის საელჩოს მიერ ამოქმედდა სამკერვალო ოთახი, სადაც ბავშვები კერვასთან ართად სწავლობენ ქსოვას, ქარგვას და ბატიკას. მოეწყო მეტეხში ბავშვების ნამუშევრების გამოგენა-გაყიდვა. ინგლისის საელჩოს დახმარებით აგრეთვე ბავშვებმა შეისწავლეს ბერცხლზე მუშაობა, დაეუფლეს რადიო ტექნიკას და კომპიუტერის ხელობას. ბავშვების მიერ გაკეთებული ვერცხლის სამკაულები გაიგზავნა ინგლისში გამოფენაზე და დიდი მოწონება დაიმსახურა. იტალიის საელჩომ მოაწყო პირველი საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზრობა კუს ტბაზე და შემოსული თანხით ელჩის მეუღლემ ქ. ლაილა პიპანმა ბავშვებს გაურემონტდა სასადილოოთახი თავისი აღჭურვილობით: მაცივარი, მაგიდები, სკამები, გაზქურა და სხვა. ბაზრობის განხორციელებაში საელჩოს დიდი დახმარება გაუწია ქალაქის მერიამ.

ზაფხულში სტუმრად, ორი კვირით, ჩამოვიდნენ ირლანდიიდან კერძო პირები 7 ახალგაზრდა კაცი. ბავშვების დახმარებით საკუთარი ხელით გაარემონტეს ერთი საძინებელი ოთახი და საცეკვაო სარკეებიანი დარბაზი. შეეუძინეს ბავშვებს ტელევიზორი, ვიდეო და მუსიკალური ცენტრი.ისინი ბავშვებთან მეგობრობას განაგრძობენ დღესაც ტელეფონით თუ მიწერ-მოწერით. ეს უდიდესი ფაქტორია ბავშვების აღზრდასა და რეაბილიტაციაში. ასევე მეგობრობს ბვშვებთან ინგლისიდან ჯონ კორლენტო, რომელიც წელიწადში ერთი თვე ჩვენთან არის.დიდ დახმარებას და მზრუნველობას იჩენს მეტეხის მთავარი მენეჯერი, ამერიკელი ბატონი რიჩარდი, რომელმაც შენობაში მთლიანადშეცვალა გათბობის სისტემა და მოაწესრიგა ელექტრო გაყვანილობა.კაპიტალურად შეაკეთა ბოილერი. იტალიის საელჩოსთან ერთად ინგლისელ ჯონ კორლენტოს დახმარებითგარემონტდა 5 ოთახი. ყოველივე ამის მოწესრიგებამ განაპირობა ისიც, რომ ქველმოქმედად მოვიდა დიზაინერი ქ. ნინო ფრანგიშვილი და ბავშვებს ასწავლის მოდელირებას, ხატვას, ცეკვს. მომზადდა შოუ კონცერტი, რომლის ჩვენება მოეწყო ზაფხულში 2-ჯერ.კონცერტთან ერთად მოეწყო ბავშვების მიერ შეკერილი კაბებით მოდების ჩვენება. ყოველივე ზემოთ აღნიშნული უპირველესი პირობაა მათი მომზადება მომავალი ცხოვრებისათვის.ჩვენი მიზანი კი შევუქმნათ ბავშვებს ოჯახურ პირობებთან მიახლოებული ცხოვრების, განათლებისა და განვითარების პირობები, რაც დღითიდღე სრულყოფილი ხდება.

მიუხედავად დიდი მუშაობისა, საზოგადოების მხარდაჭერისა და პირობების გაუმჯობესებისა, ბევრი რამ უფრო მნიშვნელოვანი და უპირველესი,ელემენტარული პირობები მაინც ვერ შევძელით მოგვეწესრიგებინა ჩვენი უსახსრობის გამო. ვერ შევიძინეთ სახელმძღვანელოები, ამაში დახმარება არავინ გაგვიწია.

მიუხედავად ჩვენი დიდი ძალისხმევისა ბავშვებს არა აქვთ მაგიდები, სკამები, კარადები. ოთახებში დგას მხოლოდ იტალიის საეიჩოს მიერ შეძენილი საწოლები თავისი ლოგინებით. არა გვაქვს აგრეთვე თეთრეული, პირსახოცები, გოგონებისტვის ჰგიენური საშუალებები. აღარც ლეიბები, რადგან ბავშვები ენურეზით არიან დაავადებულნი და ლეიბები დიდი რაოდენობით უვარგისი ხდება. 5 წლის მანძილზე არც ერთხელ არ მიგვიღია თანხა მაგარი და რბილი ინვენტარის შესაძენად. მიუხედავად ამისა, ბიუჯეტში დევს და გათვალისწინებულია. არა გვაქვს სამეცადინო ოთოხიც, არა მაგიდა, არა სკამი. აქაც სასადილოს ინვენტარს ვიყენებთ. უცხოელები თვლიან, რომ ამ პრობლემებზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ჩვენთვის და საერთოდ ყველა ბავშვთა სახლისთვის დიდი პრობლემა იქნება თუ მეორადი ტანსაცმლის შემოტანა აიკრძალება, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მეორადი ტანსაცმლით ვმოსავთ მათ. ეს საკითხი ხაზგასასმელია. "მომავლის სახლს"ყავს მეგობრები კერძო პირები, როგორც ქართველები, ასევე უცხოელები და ორგანიზაციები, რომლებიც ხელს გვიცყობენ ბავშვების ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

"მომავლის სახლი"-ს დირექტორი: ცირა ლანჩავა
ტელ: 77 02 03

 


Copyright © 2001-2003 ასოციაცია "გენეზისი"