მარტი, 2011
დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის მომწოდებლებისათვის ”გენეზისის” მიერ მომზადდა და დაიბეჭდა "გზამკვლევი პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ორგანიზებისათვის"
24 თებერვალი, 2011
”გენეზისის” მიერ ორგანიზებულ იქნა მრგვალი მაგიდა:
მრგვალი მაგიდის დღის წესრიგი:
I. ”გენეზისის” მიერ გამოცემული ორი ბროშურის პრეზენტაცია
1. "ცნობარი პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მომწოდებლებისათვის სოფლად"
2. "გზამკვლევი პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ორგანიზებისათვის"
II. სამედიცინო საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული ცვლილებები.
6 ოქტომბერი, 2010
ასოციაცია "გენეზისმა", სსიპ "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურეობის სააგენტოს" ფილიალი ასპინძის ბავშვთა სახლის აღსაზრდელს გიორგაძე სოფოს შეუძინა მედიკამენტები მკურნალობისათვის
სექტემბეტი, 2010
საქართვრლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ასოციაცია ”გენეზისის” თანამშრომლობით მომზადდა და დაიბეჭდა ცნობარი
"პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მომწოდებლებისათვის სოფლად"
11 ივლისი, 2010 ასოციაცია "გენეზისის" მიერ ლაგოდეხის რაიონის პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლებისათვის ორგანიზებულ იქნა სემინარი თემაზე "ვირუსული ჰეპატიტი A, B, C". სემინარი ჩაატარა მოწვეულმა სპეციალისტმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ნუნუ ნოზაძემ
11 მაისი, 2010
2010 წლის 11 მაისს ასოციაცია "გენეზისმა" მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ბავშვის უფლებების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების ფორუმის მორიგ შეხვედრაში.
"გენეზისმა" ხელი მოაწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.
15 თებერვლი, 2010
2010 წლის 15 თებერვლს ასოციაცია "გენეზისმა" მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ბავშვის უფლებების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების ფორუმის შეხვედრაში.
"გენეზისის" პრეზენტაცია წარადგინა სამედიცინო საქველმოქმედო კოორდინატორმა ქეთევან გოგოლაშვილმა.