ჯანმრთელობა და სილამაზე

არომათერაპია

აბუსალათინის ზეთი გააქრობს მეჭეჭებს და განკურნავს თმას

აბუსალათინის ზეთი მოაშორებს მეჭეჭებს და განკურნავს თმებს. რა აღარ შეუძლია აბუსალათინის ზეთს! მისი საშუალებით შესაძლებელია მეჭეჭების მოშორება, თმისა და წამწამების მდგომარეობის გაუმჯობესება, ნაოჭების მოშორება და გაცივების განკურნება.

მეჭეჭები

შეიზილეთ ზეთი მეჭეჭში 15 წუთის განმავლობაში, ყოველდღიურად დილით და საღამოს, რათა იგი სათანადოდ გაიჟღინთოს ზეთით. ზეთი აგრეთვე კარგად აშორებს პაპილომებს, ხალებსა და ღვიძლის პიგმენტაციას. ეფექტი მიიღწევა დაახლოებით ერთი თვის შემდეგ.

თვალი და წამწამები

აბუსალათინის ზეთის სასარგებლო თვისებების გამო წამწამები არა მარტო სწრაფად იზრდება, არამედ უფრო ლამაზდება კიდეც. თუ ზეთს ოთხჯერ კვირაში შეიზილავთ წამწამებისა და წარბების ძირებში, ისინი უფრო სწრაფად დაიწყებენ ზრდას. თვალების ლორწოვანი გარსის გაღიზიანების და გაწითლების შემთხვევაში ჩაიწვეთეთ აბუსალათინის ზეთის 1-2 წვეთი. ეს ამცირებს გაღიზიანებას.

თმა

თუ თქვენ არ გაწყობთ თქვენი თმის მდგომარეობა, აბუსალათინის ზეთი დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაწყვეტაში. თმა გაგიხდებათ უფრო ხშირი, ძლიერი და მბზინავი. გამოიყენეთ თმის ნიღაბი აბუსალათინის ზეთით ან უბრალოდ დაისხით ცოტაოდენი ზეთი ხელისგულებზე, წაისვით თმაზე და შეიზილეთ. ასეთი ხერხი საკმარისია გამოიყენოთ კვირაში ერთხელ, რათა უკვე ერთი თვის შემდეგ დაინახოთ მიღებული ეფექტი.

უფრო დიდი შედეგის მომტანია თმის ნიღაბი აბუსალათინის ზეთითა და კეფირით. ჩაასხით ჯამში ცხელი წყალი და ჩადგით მასში კეფირით სავსე ჭიქა, როდესაც იგი გათბება, ჩააწვეთეთ ჭიქაში 5 წვეთი აბუსალათინის ზეთი. მიღებული ნარევი შეიზილეთ თმაში და თავის კანში. გააძლიერეთ ნარევის მოქმედება პოლიეთილენის ქუდით. თავი შეიხვიეთ პირსახოცით. ოცდაათი წუთის შემდეგ ყველაფერი მოიხსენით და თავი დაიბანეთ.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაწუხებთ თმის ცვენა, აბუსალათინის ზეთი ისევ დაგეხმარებათ. დაუმატეთ ერთ ნაწილ აბუსალათინის ზეთს ორი ნაწილი არაყი და შედეგიც არ დააყოვნებს.

კანი

ძალიან კარგია სახის მასაჟი აბუსალათინის ზეთთან ერთად. ამისათვის აიღეთ სუფრის კოვზი, ცოტა ხნით დაიჭირეთ გაზზე, რათა ლითონი გახურდეს, შემდეგ კოვზში ჩაასხით ზეთი, იგი მალე გათბება. ზუსტად ასეთ მდგომარეობაში ზეთი კარგად შეიწოვება კანში. გამთბარი აბუსალათინის ზეთით სახის მასაჟი განსაკუთრებით რეკომენდებულია 30 წელს გადაცილებული ქალებისათვის, რადგან იგი კარგად აშორებს ნაოჭებს.

აბუსალათინის ზეთის სასარგებლო თვისებებს გამოიყენებენ აგრეთვე სახის ნიღბების კეთებისას, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც კანი იყინება, შრება და იქერცლება. ნიღაბი მზადდება კვერცხის გულისა და აბუსალათინის ზეთის ათი წვეთის ნარევით. ეს ნარევი თხელ ფენად დაიდეთ კანზე. ნიღაბი მოიხსენით 15 წუთის შემდეგ. სახის დაბანა შეიძლება გვირილის ნაყენით ან მწვანე ჩაით.

აბუსალათინის ზეთი ასევე გამოიყენება ხელისა და ფეხის კანის მოვლისათვის. ზეთი წაისვით ძილის წინ, ჩაიცვით თხელი ხელთათმანი და წინდები. დილით თქვენი კანი რბილი და ხავერდოვანი გახდება.

ბრონქიტი და გაცივება

ბრონქიტისა და გაცივების დროს სასარგებლოა დაიზილოთ მკერდი ნარევით, რომელიც დამზადებულია 2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთითა და 1 სუფრის კოვზი სკიპიდარით. ჯერ შეათბეთ აბუსალათინის ზეთი, შემდეგ დაამატეთ სკიპიდარი. მიღებული ნარევით დაიზილეთ მკერდი და თბილად შეიხვიეთ. მსუბუქი გაცივებისას ნარევი შეიზილეთ ძილის წინ, ხოლო ძლიერი გაცივებისას 2-ჯერ დღეში.

ჭრილობები და კოჟრები

აბუსალათინის ზეთი გამოიყენება დაბეჟილობის, ნებისმიერი ჭრილობის და წყლულის სამკურნალოდ. აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც ახალშობილის ჭიპი ცუდად ხორცდება. ამისათვის საკმარისია ჭრილობაზე ზეთის ოდნავ წასმაც კი.

კოჟრების დასარბილებლად და ტკივილის მოსაშორებლად საჭიროა კვირაში სამჯერ ძილის წინ დაიზილოთ ფეხები და შემდეგ ჩაიცვით ბამბის წინდები.